დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირისა და ჩინეთის მიმართ ტარიფების დაწესებას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირისა და ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას განიხილავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთში წარმოებულ პროდუქციაზე 10%-იანი ტარიფების დაწესებას 1-ელი თებერვლიდან გეგმავს.
„რამდენიმე დღის წინ ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ამის შესახებ საუბარი მქონდა. ვუთხარი, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაგავი არ გვინდა. ეს უნდა შევაჩეროთ. საუბარია ჩინეთის წინააღმდეგ 10%-იანი ტარიფების დაწესებაზე იმის საფუძველზე, რომ ისინი ფენტანილს მექსიკასა და კანადაში აგზავნიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი აშშ-ს ძალიან ცუდად ექცევა.
„ჩინეთი უფლებებს ბოროტად იყენებს, მაგრამ ევროკავშირი ძალიან ცუდად გვექცევა. ამიტომ, შეიძლება ტარიფები დაუწესდეთ. ეს სამართლიანობის მისაღწევად ერთადერთი გზაა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
