ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ალექსანდრე ლუკაშენკო ლიდერობს
ბელარუსში, გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ალექსანდრე ლუკაშენკო ლიდერობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 86.82%-მა მისცა ხმა.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობამ 85.7% შეადგინა.
არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე, ალექსანდრე ლუკაშენკომ მოსალოდნელ შედეგებზე კომენტარი გააკეთა.
„აღიარებთ თუ არა ამ არჩევნებს ევროკავშირში, ეს გემოვნების საკითხია. ვფიცავ, აბსოლუტურად არ მადარდებს. მთავარია, არჩევნები ბელარუსმა ხალხმა აღიაროს და ისევე მშვიდობიანად დამთავრდეს, როგორც დაიწყო. თუ აღიარებთ, გამოგეხმაურებით და მადლობას მოგახსენებთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
