"ფიცო ირჩევს მოსკოვს"- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს, რომელმაც მას „მტერი“ უწოდა.
29 იანვარს, შუაღამის შემდეგ, ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა განცხადება, რომ მაშინ, როცა ევროპის ბევრმა ქვეყანამ სუვერენიტეტის შენარჩუნების სასარგებლოდ რუსულ გაზზე უარი თქვა, ფიცომ სხვა გზა აირჩია.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო „ძლიერი გადაწყვეტილება“, რომელიც შესაძლებელს გახდის ევროპაში ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდას.
ზელენსკის თანახმად, სწორედ ეს, ევროპისთვის პარტნიორებისგან მეტი ენერგორესურსია საჭირო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, რადგან ამერიკული თხევადი აირისთვის ფულის გადახდაა საჭირო, ხოლო რუსული გაზის საფასური ფულის გარდა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია.
ზელენსკის განცხადებით, ევროპაში ბევრმა აირჩია დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნება, „მაგრამ არა ბატონმა ფიცომ“, რომელიც „ირჩევს მოსკოვს, ნაცვლად ამერიკის და სხვა პარტნიორებისა, რომლებსაც შეუძლიათ მისი ქვეყანა გაზით უზრუნველყონ კომერციული პირობებით“. ზელენსკიმ ფიცოს არჩევანს შეცდომა უწოდა.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
