,,გვსურს რუსეთ - უკრაინის ომის შეჩერება, ჩვენ ვსაუბრობთ ორივე მხარესთან"- დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მიაჩნია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში შეერთებული შტატები პროგრესს აღწევს, - Reuters-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბარი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა, ტრამპმა უპასუხა: „მქონდა“.
„მოდით, უბრალოდ ვთქვათ, რომ მქონდა და კიდევ ბევრ საუბარს ველოდები. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, არ მინდა გითხრათ ამ საუბრების შესახებ. მჯერა, რომ პროგრესს ვაღწევთ. ჩვენ გვსურს რუსეთ - უკრაინის ომის შეჩერება. ჩვენ ვსაუბრობთ ორივე მხარესთან“, - აღნიშნა ტრამპმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
