ტრამპს რუსეთსა და ჩინეთთან ბირთვული არსენალების შემცირებაზე მოლაპარაკება სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ მოლაპარაკებას აპირებს ორ დიდ ბირთვულ სახელმწიფოსთან, რუსეთსა და ჩინეთთან.
„ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, შევქმნათ სრულიად ახალი ბირთვული იარაღი“, - განაცხადა ტრამპმა 13 თებერვალს, როცა თეთრ სახლში შეხვდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არსებული მარაგი ისედაც საკმარისია „მსოფლიოს 50-ჯერ, 100-ჯერ განადგურებისთვის“, მაგრამ აშშ, რუსეთი და ჩინეთი განაგრძობენ ახალი იარაღის წარმოებას. ბირთვულ პროგრამებზე იხარჯება თანხა, რომელიც „უფრო პროდუქტიული საქმისთვის“ შეიძლება გავიღოთ, უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში. მან განაცხადა, რომ აპირებს ჩინეთის ხელმძღვანელ სი ძინ პინს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შესთავაზოს, ორჯერ შეამცირონ სამი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტები.
ტრამპს ასეთი შეხვედრის გამართვა სურს მაშინ, როცა „ყველაფერი დამშვიდდება.“
ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ პუტინს მშვიდობა უნდა. „მგონი, მეტყოდა, რომ არ სურდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა რუსი კოლეგის შესახებ.
ტრამპი პუტინს 12 თებერვალს ესაუბრა ტელეფონით. სხვა საკითხებს შორის, მათ განიხილეს უკრაინაში ომის მშვიდობიანად მოგვარების პერსპექტივები. იმავე დღეს ტრამპი ელაპარაკა ზელენსკის. ორივე საუბარს მან „შესანიშნავი“ უწოდა.
The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით 13 თებერვალს იტყობინებოდა, რომ ჩინეთი გამოვიდა წინადადებით, მოაწყოს პუტინის და ტრამპის შეხვედრა, ზელენსკის გარეშე.
ტრამპმა 13 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნებას ისურვებდა.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
