,,თქვენ გყავთ ხელმძღვანელობა, რომელმაც ომის გაგრძელების საშუალებას შეუწყო ხელი"- დონალდ ტრამპი
როგორც ჩანს, ტრამპი განრისხებულია ზელენსკის გაჯიუტებით - ,,არ ვარ წინააღმდეგი უკრაინაში ევროპული ჯარების გაგზავნის, მაგრამ არ იქნება ამერიკული ჯარები."
რუსებს არ სურდათ კიევის დანგრევა და რომ სდომოდათ, გააკეთებდნენ.
უკრაინაში უფრო მეტი ნგრევაა, ვიდრე ღაზაში, მაგრამ რუსები უკრაინის მხოლოდ 20%-ს ესხმიან და არა 100%-ს. უკრაინაში არის ღაზას მსგავსი ქალაქები.
უკრაინაში დიდი ხანია არჩევნები არ ჩატარებულა. მას(ზელენსკის) ახლა 4%-იანი რეიტინგი აქვს. უკრაინას სჭირდება არჩევნები, თუ მას სურს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ზელენსკიმ არ იცის, სად წაიღო აშშ-ს მიცემული ფულის ნახევარი. მე პირადად მომწონს (ზელენსკი)... ის კარგი ბიჭია... მაგრამ მე პიროვნულობა არ მაინტერესებს. თქვენ გყავთ (უკრაინაში) ხელმძღვანელობა, რომელმაც ომის გაგრძელების საშუალებას შეუწყო ხელი. უკრაინას მოუწევს გადახდა, ან გაარკვიოს სად წავიდა ფული.
რუსეთს შეუძლია „ძალიან სწრაფად“ გაანადგუროს უკრაინის ქალაქები 100%-ი, მათ შორის კიევი, მაგრამ არ სურს ამის გაკეთება.
შესაძლოა, პუტინს თვის ბოლომდე შევხვდე" - აცხადებს დონალდ ტრამპი.
სიახლეები
- ცნობილია ვინ იბრძოლებს ქუთაისის მერობისთვის
- “სახეზეა საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებზე მიზანმიმართული, ძალადობრივი თავდასხმა, მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და მოქალაქეთა დასჯის მიზნით, კრიმინალური მეთოდების გამოყენება” - საია
- “თბილისის საარჩევნო შტაბზე “ნაცი” ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა” – პაპუაშვილი
- რუსეთის თავდასხმას დონეცკში 21 ადამიანი ემსხვერპლა
- მზია ამაღლობელს Free Media Awards-ი გადაეცემა