February 22, 2025

ტრამპი არის “ოქროს თევზი”, ზღაპრიდან „მეთევზე და თევზი“ და ზელენსკი პირდაპირ ამ „ოქროს თევზს მოახტა“ – იულია ლატინინა ტრამპის განცხადებაზე

რუსი ჟურნალისტი და მწერალი იულია ლატინინა დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ უწოდა. ლატინინამ აშშ-ის პრეზიდენტი „ოქროს თევზს“ შეადარა ზღაპრიდან „მეთევზე და თევზი“ და აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ამ „ოქროს თევზს მოახტა“ – „მან განუცხადა ტრამპს, რომ სურს იყოს ზღვის მბრძანებელი, რომ მას ემსახურებოდეს ოქროს თევზი და იყო მისი სურვილების შემსრულებელი და შესაბამისი პასუხიც მიიღო“.

„ომის დაწყებისთანავე ზელენსკი იშორებდა ყველას, ვინც მისი პოტენციური მოკავშირე იყო. ანტისამხედრო განწყობის მქონე რუსებიდან დაწყებული პოლონელებამდე დამთავრებული. ყოველ ჯერზე ისე იქცეოდა, როგორც მოხუცი ქალი ზღაპარში მეთევზეზე და თევზზე. ყველა მხარდაჭერაზე ისმოდა შეძახილი: „ცოტაა“. და აქ ზელენსკი პირდაპირ ოქროს თევზს მოახტა. მან განუცხადა ტრამპს, რომ სურს იყოს ზღვის მბრძანებელი, რომ მას ემსახურებოდეს ოქროს თევზი და იყო მისი სურვილების შემსრულებელი. ქვევითაა ოქროს თევზის პასუხი“, – წერს ლატინინა სოციალურ ქსელ X-ზე და დონალდ ტრამპის განცხადებას აზიარებს.

 

დიქტატორი არჩევნების გარეშე – ზელენსკიმ სჯობს სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანაც აღარ დარჩება, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

წაკითხვა 102 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 21 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.