"ამერიკელებს იშვიათი ლითონები სჭირდებათ, ჩვენ ის ბევრი გვაქვს" - დიმიტრი პესკოვი
ამერიკელებს იშვიათი ლითონები სჭირდებათ, ჩვენ ის ბევრი გვაქვს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ სტრატეგიული რესურსების განვითარების საკუთარი გეგმები გვაქვს, მაგრამ აქ თანამშრომლობის საკმაოდ ფართო პერსპექტივები იქმნება. პერსპექტივები არსებობს, შესაძლებლობები არის და როდესაც პოლიტიკური ნების გამოვლენისთვის შესაფერისი მომენტი დადგება, ჩვენ ამისთვის ღია ვიქნებით“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის მომდევნო კონტაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით განხორციელდება.
„შემდეგი კონტაქტები საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით იქნება, ეს იქნება კონტაქტები ექსპერტების დონეზე“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
ამასთან, კითხვაზე, ენდობა თუ არა რუსეთი აშშ-ს, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ კრემლი „საკუთარ თავს ენდობა“.
„ჩვენ საკუთარ თავს ვენდობით. იმისთვის, რათა ვთქვათ, რომ ჩვენ ამერიკელებს ვენდობით, გრძელი გზის გავლა მოგვიწევს. ურთიერთნდობის აღსადგენად და მის გასაძლიერებლად შესაბამისი ზომების შემუშავება იქნება საჭირო“, - განაცხადა პესკოვმა.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
