ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ შეათანხმეს უკრაინის დასახმარებელი პაკეტი
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფის თაობაზე. ეს ინფორმაცია ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა კაია კალასმა. მან იმედი გამოთქვა, რომ პროგრესი უახლოეს დროში იქნება მიღწეული.
დახმარების ახალი ტრანშის გამოყოფის ინიციატივა კალასს ეკუთვნის. მარტში იგი გამოვიდა წინადადებით უკრაინის 20 მილიარდი ევროთი დახმარებაზე, მაგრამ ის პროექტი უნგრეთმა დაბლოკა და, შესაბამისად, ის არ მოხვდა ევროკავშირის 6 მარტის სამიტის საბოლოო განცხადებაში. Euractiv-ის ინფორმაციით, ამის შემდეგ ევროკავშირში გაჩნდა ინიციატივა უკრაინის ნებაყოფლობითი სამხედრო დახმარების ფონდის შექმნაზე - საიმისოდ, რომ თავიდან აერიდებინათ კიევის დახმარების შესაძლო დაბლოკვა.
ევროპის პოლიტიკოსების ნაწილმა ეჭვები გამოთქვა ამ გეგმასთან მიმართებით. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ბრიუსელის სამიტამდე აცხადებდა, რომ მისი ქვეყანა არ დაუჭერდა მხარს უკრაინის დახმარების ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებას. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ გამოცემა La Stampa-სთან ინტერვიუში თქვა, რომ შემოთავაზებული გეგმის მიმართ კითხვები კვლავაც ბევრ სახელმწიფოს აქვს.
სიახლეები
- დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა - "ოცნება" ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ
- “ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოში რევოლუციების მხარდაჭერა, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებიც, უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე” - ირაკლი კობახიძე
- “ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, ეს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე” - ირაკლი კობახიძე
- “არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ქართველი ხალხიც მკვეთრად პროდასავლურია” - პრემიერი
- “რა თქვა რეალურად სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ და როგორ შეცვალეს ინტერვიუს შინაარსი დეზინფორმაციის გასავრცელებლად ჯინ შაჰინმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ” - რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის ტყუილზე დაფუძნებული წერილი
