ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან კამათზე - მე ვიცავდი უკრაინის ღირსებას
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან კამათისას უკრაინის ღირსებას იცავდა.
ეს განცხადება ზელენსკიმ გამოცემა Time-თან ინტერვიუში გააკეთა.
„რატომ იცავდნენ თავს უკრაინელები ამ ომის დასაწყისში? ეს იყო ღირსების გამო. ჩვენ თავს არ მივიჩნევთ რაღაც ზესახელმწიფოდ. მაგრამ უკრაინელები ძალიან ემოციურები არიან და როცა საქმე ეხება ჩვენს ღირსების გრძნობას, თავისუფლებას, დემოკრატიას, ჩვენი ხალხი დგება და ერთიანდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელები იმედოვნებდნენ, რომ ოვალურ კაბინეტში იხილავდნენ მტკიცებულებას, რომ შეერთებული შტატები მათ მოკავშირედ რჩება.
„მაგრამ იმ მომენტში გაჩნდა განცდა, რომ არ იყვნენ მოკავშირეები, ან არ იკავებდნენ მოკავშირის პოზიციას. იმ საუბარში მე ვიცავდი უკრაინის ღირსებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
