კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნას მოითხოვს
კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნას მოითხოვს.
შესაბამისი განცხადება საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კრემლის მიერ გამოქვეყნდა.
- „1. რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის შეთანხმების შესაბამისად, რუსული და ამერიკული მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყონ „შავი ზღვის ინიციატივის“ განხორციელება, რომელიც მოიცავს შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ძალის გამოუყენებლობას და კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების თავიდან აცილებას და შესაბამისი კონტროლის ღონისძიებების ორგანიზებას ასეთი გემების შემოწმების გზით.
- შეერთებული შტატები დაეხმარება რუსეთის სასოფლო-სამეურნეო და სასუქების ექსპორტის ხელმისაწვდომობის აღდგენას მსოფლიო ბაზარზე, შეამცირებს საზღვაო დაზღვევის ღირებულებას და გააფართოებს წვდომას პორტებსა და გადახდის სისტემებზე ასეთი ტრანზაქციების განსახორციელებლად.
1 და 2 პუნქტები ამოქმედდება მას შემდეგ, რაც: მოიხსნება სანქციები „როსელხოზბანკისა“ და სხვა ფინანსური ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საკვები პროდუქტებით (თევზის პროდუქტების ჩათვლით) და სასუქებით საერთაშორისო ვაჭრობის ოპერაციების უზრუნველყოფაში, ასევე, SWIFT-თან დაკავშირების, საჭირო საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნის შემდეგ;
სავაჭრო დაფინანსების ოპერაციების შეზღუდვების მოხსნა;
სანქციების მოხსნა საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის, ასევე სადაზღვევო კომპანიებისთვის საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების ტვირთებთან მუშაობის შეზღუდვების მოხსნა;
პორტებში გემების მომსახურებაზე შეზღუდვების მოხსნა და სანქციების მოხსნა რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, რომლებიც ჩართული არიან საკვებით (მათ შორის თევზის პროდუქტებით) და სასუქებით ვაჭრობაში;
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
