სომხეთის პარლამენტმა ევროპის კავშირში გაწევრიანების კანონი დაამტკიცა
სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი „სომხეთის რესპუბლიკის ევროპის კავშირში შესვლის პროცესის დაწყების შესახებ“.
დოკუმეტს მხარი დაუჭირა 64 დეპუტატმა, მმართველი ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წარმომადგენლებმა. ოპოზიციურმა ფრაქცია „სომხეთმა“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. კიდევ ერთმა ფრაქციამ, „პატივი მაქვს“, რომელიც ასევე ოპოზიციაშია, წინააღმდეგ მისცა ხმა.
იანვრის დამდეგს სომხეთის კანონპროექტს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის დაწყების შესახებ რუსეთის რეაქცია მოჰყვა. მოსკოვმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი შეუთავსებელს გახდის სომხეთის მონაწილეობას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში - საბაჟო გაერთიანებაში, რომელსაც მოსკოვი უდგას სათავეში. „სომხეთი მზად არის, ევროკავშირთან იმდენად იყოს ახლოს, რამდენადაც ევროკავშირი მიიჩნევს ამას შესაძლებლად,“ თქვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
