მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 886-მდე გაიზარდა
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 886-ს აღწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიანმარის სახელმწიფო ადმინისტრაციის საბჭოს ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 4 639-მდე გაიზარდა, ხოლო 373 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
მიანმარში მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად და ადამიანების გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მმართველმა სამხედრო ხუტამ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, პარასკევს, 28 მარტს, მიანმარში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი - 6.4. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია. ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სადაც დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა, დაღუპულთა რაოდენობა 21-ს აღწევს, ნანგრევების ქვეშ კი ათობით მუშა რჩება.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
