მოსკოვთან ახლოს რუსი გენერალი ააფეთქეს
მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში, სახლთან მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, იაროსლავ მოსკალიკი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგამოძიებო კომიტეტისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, სახლთან გაჩერებულ ავტომობილში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
“შემთხვევის ადგილზე მივიდნენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები, სასამართლო ექსპერტიზა და დეპარტამენტის ექსპერტები, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული დანაყოფები“, – აცხადებენ დეპარტამენტში.
ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მკვლელობის და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო მოხმარების მუხლებით.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
