"უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუ რუსეთი, სულ მცირე, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუ რუსეთი, სულ მცირე, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ რუსეთი მზადაა, განახორციელოს საპასუხო ნაბიჯები, დაამყაროს სრული სიჩუმე, ცეცხლის ხანგრძლივად შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში. ეს არის სამართლიანი ვადა შემდგომი ნაბიჯების მოსამზადებლად. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ომი, შეაჩეროს თავდასხმები და დაბომბვები, – ამბობს ზელენსკი.
უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი ამზადებენ სანქციების ახალ პაკეტს იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან გარკვეული სანქციების თავიდან აცილებაში.
„ამავდროულად, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი თავდაცვის გაძლიერებას: უახლოეს მომავალში ველოდებით მნიშვნელოვან თავდაცვით პაკეტებს უკრაინისთვის, ასევე გადაწყვეტილებებს შემდგომი თანამშრომლობის შესახებ წამყვან ქვეყნებთან, ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში. ჩვენ ვქმნით მყარ საფუძველს რეკონსტრუქციისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- "პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები - მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს"
- "მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ - მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ " - მეუფე იაკობი
- ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- "დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს სიყვარულით ვესაუბროთ" - 17 იანვარს წიგნის #მევარბედნიერიშენით პრეზენტაცია გაიმართა
- 17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
