რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს
დღეს დილით, რუსებმა უკრაინას „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედის“ ტიპის 145 დრონით შეუტიეს,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სუმის ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
“ქვეყნის აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით, დასავლეთით და ცენტრში, ჩამოგდებული იქნა 80 Shahed-ის ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი და სხვა ტიპის დრონები”,- ნათქვამია საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საჰაერო თავდასხმა მოიგერია ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონული საბრძოლო დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.
მტრის თავდასხმის შედეგად დაზარალდა სუმის, ხარკოვის, ოდესის, დონეცკისა და კიროვოგრადის ოლქები.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
