" ყველაფერს გავაკეთებ, რომ მშვიდობა დამყარდეს" - რომის პაპი
რომის პაპმა ლეო XIV-მ, ომში მყოფი ქვეყნების ლიდერებს შუამავლობა შესთავაზა და განაცხადა, რომ თავად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს მშვიდობა დამყარდეს“,- ამის შესახებ Agence France-Presse (AFP) იტყობინება.
„წმინდა მიწიდან – უკრაინამდე, ლიბანიდან – სირიამდე, ახლო აღმოსავლეთიდან – ტიგროსამდე და კავკასიამდე, რამდენ ძალადობას ვხედავთ. ჩემი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებ, რათა მშვიდობამ გაიმარჯვოს. წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მტრებს შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ, ესაუბრონ ერთმანეთს, რათა ყველგან ხალხმა კვლავ იპოვოს იმედი და დაიბრუნოს მათი ღირსება, მშვიდობის ღირსება. ჩვენი მსოფლიოს ხალხებს სურთ მშვიდობა და მათ ლიდერებს მთელი გულით მივმართავ, შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ“, – განაცხადა პაპმა.
მანვე განაცხადა, რომ მშვიდობის დასამყარებლად ყველაფერს გააკეთებს.
“წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, ხელი შეუწყოს მტრების პირისპირ შეკრებას, ერთმანეთთან სასაუბროდ, რათა ხალხმა კვლავ იპოვოს იმედი და დაიბრუნოს ის ღირსება, რაც მათ ეკუთვნით”,- განაცხადა ლეო XIV-მ
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
