ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის „სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის“ სერტიფიკაცია „კანონის შეუსრულებლობის“ გამო გააუქმა.
„ეს გაფრთხილება იქნება ქვეყნის მასშტაბით ყველა უნივერსიტეტისა და აკადემიური დაწესებულებისთვის“, – აღნიშნა მან.
თავის მხრივ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჰარვარდის უნივერსიტეტი განცხადებით გამოეხმაურა და ამ ნაბიჯს „უკანონო“ უწოდა.
„ჩვენ სრულად ვართ ვალდებულნი შევინარჩუნოთ ჰარვარდის შესაძლებლობა, უმასპინძლოს ჩვენს საერთაშორისო სტუდენტებსა და მეცნიერებს, რომლებიც 140-ზე მეტი ქვეყნიდან არიან და უსაზღვროდ ამდიდრებენ უნივერსიტეტს – და ამ ერს. ეს საპასუხო ქმედება სერიოზულ ზიანს აყენებს ჰარვარდის საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას და ძირს უთხრის ჰარვარდის აკადემიურ და კვლევით მისიას“, – ნათქვამია განცხადებაში.
უნივერსიტეტის მონაცემებით, გასულ სასწავლო წელს დაწესებულებაში 6,700-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი ჩაირიცხა, რაც სტუდენტთა 27%-ს შეადგენს.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
