სან-დიეგოში ჩამოვარდა მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა
ამერიკის კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოს საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი Cessna 550. კატასტროფა, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, 22 მაისს მოხდა.
შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სააგენტოს ინფორმაციით, თვითმფრინავში 6 ადამიანი იმყოფებოდა.
Associated Press-ი მუსიკალური სააგენტოს, Sound Talent Group-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა სააგენტოს სამი თანამშრომელი, მათ შორის თანადამფუძნებელი დეივ შაპირო. თვითმფრინავში მყოფი კიდევ სამი ადამიანის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
სან-დიეგოს პოლიციის ცნობით, ხმელეთზე სერიოზულად არავინ დაშავებულა და ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ ერთ ადამიანს დასჭირდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებულია ათზე მეტი სახლი, განადგურებულია ავტომობილები.
სან-დიეგოს რაიონ მერფი-კენიონში, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, ძირითადად, სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახები ცხოვრობენ. ამ რაიონის მახლობლად რამდენიმე სამხედრო ბაზა მდებარეობს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
