თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთის დასავლეთში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 3 ივნისს 02:17 საათზე მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი საკურორტო ქალაქ მარმარისთან, ხმელთაშუა ზღვაში იყო.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პანიკური შეტევის შედეგად 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა. პანიკის და მაღალი სართულებიდან გადმოხტომის შედეგად მიღებული ტრავმების გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა 69 ადამიანს.
მარმარისში მიწისძვრას მნიშვნელოვანი ნგრევა არ მოჰყოლია. ძლიერი ბიძგი იგრძნობოდა მეზობელი საბერძნეთის კუნძულ როდოსზეც.
2023 წლის 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთსა და სირიის ჩრდილოეთში 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრების შედეგად ორივე ქვეყანაში დაიღუპა 57 ათასზე მეტი ადამიანი. მხოლოდ თურქეთში უსახლკაროდ დარჩა ორ მილიონამდე ადამიანი.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
