მასკი ტრამპის დიდ საგადასახადო შეღავათებს „ამაზრზენ საზიზღრობას“ უწოდებს
Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანონპროექტი გადასახადების შეღავათების და ხარჯების შემცირების შესახებ გააკრიტიკა და მას „ამაზრზენი საზიზღრობა“ უწოდა.
მასკმა ეს განცხადება სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გააკეთა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მას ოვალურ კაბინეტში საზეიმო დამშვიდობება მოუწყო, რითაც ადმინისტრაციაში მისი მუშაობის დასრულება აღინიშნა.
„ბოდიშს გიხდით, მაგრამ უბრალოდ აღარ შემიძლია ამის ატანა“, – დაწერა მასკმა X-ზე . „კონგრესის ხარჯების ეს უზარმაზარი, აღმაშფოთებელი, სისულელეებით სავსე კანონპროექტი ამაზრზენი საზიზღრობაა. სირცხვილი მათ, ვინც მას ხმა მისცა: თქვენ იცით, რომ არასწორად მოიქეცით. თქვენ ეს იცით“.
როგორც მედია იუწყება, კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ მიიღო და ამჟამად სენატში განხილვის პროცესშია, მასკის ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-სთვის სასარგებლო სუბსიდიებს შეამცირებს.
სიახლეები
- ტელეწამყვანი ვახო სანაია სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს
- “მისასალმებელია, რომ გერმანიაში დემოკრატიული აზრი კვლავ ძლიერია და კითხვებს სვამენ პეტერ ფიშერის იმ არადიპლომატიურ საქციელზე, რომელიც აშფოთებს ქართულ საზოგადოებას” - ეკა სეფაშვილი
- “ძალიან დიდი სირცხვილია ევროკავშირის წარმომადგენლობისათვის ისეთი ვიდეოს დაფინანსება, რომელიც აღვივებს ხალხში აგრესიას, ძალადობისკენ მისწრაფებას და ხელს უწყობს პოლარიზაციას” - ეკა სეფაშვილი
- გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
- “რასაც ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ ვუყურებთ, რეკეტია, რომლის მიზანიც შავი ფულის ამოღებაა, რაც მოიპარეს” - ანა წითლიძე