“რუსეთის ავიაციაზე უკრაინის დარტყმები შესაძლოა, მშვიდობის იმპულსი გახდეს” - კიტ კელოგი
,,რუსეთის ავიაციაზე უკრაინის დარტყმები შესაძლოა, მშვიდობის იმპულსი გახდეს”, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბრძოლის ველის ხასიათის შეცვლა თამამ მოქმედებებს შეუძლია.
„ჩემი სამხედრო გამოცდილებით და ისტორიითაც ვიტყვი, რომ გამბედავ ლიდერობას და თამამ მოქმედებებს შეუძლია, შეცვალოს ბრძოლის ველის ხასიათი.
"ეს მოვლენა შეიძლება, მშვიდობის იმპულსი გახდეს, მაგრამ ორივე მხარე უნდა იყოს ერთგული პრეზიდენტ ტრამპის მისიისადმი – შეაჩეროს სისხლის ღვრა და დაასრულოს ომი”, – აცხადებს კიტ კელოგი.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
