ავსტრიის ქალაქ გრაცის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა
ავსტრიის ქალაქ გრაცის ერთ-ერთ სკოლაში სროლა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე მოკლულის შესახებ იუწყება.
ავსტრიის მედიასაშუალებების ცნობით, მოკლულია, სულ მცირე, 8 ადამიანი. არიან დაჭრილები.
თავდასხმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი პოლიცია ამ ეტაპზე მხოლოდ იმას აცხადებს, რომ გრაცის იმ ქუჩაზე, სადაც სკოლა მდებარეობს, ოპერაცია და ევაკუაცია მიმდინარეობს.
ავსტრიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე გრაცი ვენის შემდეგ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქია.
განახლება: ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ORF პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ სკოლაში სროლა დაიწყო ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელმაც შემდეგ თავი მოიკლა.
გამოცემა Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლემ ცეცხლი ორ კლასში გახსნა, მოგვიანებით კი მისი ცხედარი სკოლის ტუალეტში იპოვეს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
