“პრეზიდენტი ზელენსკი ჩვენ წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან უნგრელებს არ სურთ უკრაინისთვის სიკვდილი” - ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრულ მედიასაშუალებასთან მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, ბუდაპეშტი უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
„პრეზიდენტი ზელენსკი ჩვენ წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან უნგრელებს არ სურთ უკრაინისთვის სიკვდილი. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი შვილები ფრონტიდან კუბოებით დაბრუნდნენ და უნგრელების ფული უკრაინაში წავიდეს!“ – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
ცნობისთვის, უნგრულ პორტალ Válasz Online-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის თემას საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
