June 12, 2025

“15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელი უნდა ავკრძალოთ” - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელზე წვდომას აკრძალავს. მაკრონის თქმით, მთავრობა ამას მომდევნო თვეებში გააკეთებს, თუ მანამდე ევროკავშირი არ მიიღებს შესაბამის ზომებს.

"ჩვენ უნდა ავკრძალოთ სოციალური ქსელი 15-წლამდე ბავშვებისთვის. რამდენიმე თვეს ვაძლევ, რათა ევროპა მობილიზდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას საფრანგეთში ჩვენით დავიწყებთ. ვერ დავიცდით" – ამბობს მაკრონი ფრანგულ ტელევიზიასთან საუბრისას. 

 

ცნობისთვის, 10 ივნისს საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში 14 წლის სკოლის მოსწავლემ სკოლის თანამშრომელი დანით მოკლა. არასრულწლოვანი პოლიციამ დანაშაულის ადგილზე დააკავა. 

 

არსებული ინფორმაციით, სკოლის თანამშრომელს მოსწავლემ სასიკვდილო ჭრილობა ჩანთის რუტინული შემოწმების პროცედურის დროს მიაყენა. 

წაკითხვა 66 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 11 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.