“ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის გამო მსოფლიოში ნავთობის ფასი 9%-ით გაიზარდა” - Reuters
ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, მსოფლიოში ნავთობის ფასი 9%-ით გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაფიქსირდა ფასის ყველაზე დიდი ზრდა უკანასკნელი ხუთი თვის მანძილზე. ნედლ ნავთობზე ფასის დრამატული ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მომარაგების ჯაჭვის მოსალოდნელი გაწყვეტა სახელდება.
ცნობისთვის, ისრაელმა გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ლომთა ერი“ დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებულია ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
