ისრაელის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, სარაკეტო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 17 დაშავდა
ისრაელის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, ირანის მიერ ისრაელის მისამართით გაშვებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 17 დაშავებულს გაუწიეს სამედიცინო დახმარება და მათი ნაწილი ჰოსპიტალიზებულია.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ორის მდგომარეობა მძიმეა, ორს კი საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება.
ისრაელის საგანგებო სამსახურის განცხადებით, სხვადასხვა საავადმყოფოდან მიღებული ინფორმაციას იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა, მეტი იყოს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, თელ-ავივის სამ საავადმყოფოში აღრიცხულია 40 დაშავებული პაციენტი, რომელთა ნაწილის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვს საგანგებო სიტუაციების სამსახურს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
