“თავსმოხვეული ომის დასრულების ერთადერთი გზა მტრის აგრესიის უპირობოდ შეჩერებაა” - ირანის პრეზიდენტი
,,ირანი ყოველთვის მშვიდობასა და სიწყნარისკენ ისწრაფოდა”, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ომის დასრულების ერთადერთი გზა მტრის აგრესიის უპირობოდ შეჩერებაა.
„ამჟამინდელ ვითარებაში, თავსმოხვეული ომის დასრულების ერთადერთი გზა მტრის აგრესიის უპირობოდ შეჩერება და სიონისტი ტერორისტების ავანტიურების სამუდამოდ დასრულების საბოლოო გარანტიის უზრუნველყოფაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პასუხი მტრის მიმართ კიდევ უფრო მკაცრი და სამწუხარო იქნება“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
