“CNN-ი და New York Times-ი გაერთიანდნენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო დარტყმის წინააღმდეგ, ირანის ბირთვული ობიექტები სრულად განადგურებულია” – ტრამპი
„ყალბი ახალი ამბები CNN-ი და წარუმატებელი New York Times-ი გაერთიანდნენ, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო დარტყმის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს.
როგორც ტრამპი ამბობს, ირანის ბირთვული ობიექტები სრულად განადგურებულია.
“ირანის ბირთვული ობიექტები სრულად განადგურებულია! საზოგადოება ლანძღავს Times-ს და CNN-ს“, – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის სამხედრო დარტყმამ, ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
