“მასკმა დიდი ხნის წინ იცოდა, ვიდრე მხარს დამიჭერდა პრეზიდენტობისთვის, რომ მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი ელექტრომობილების მანდატის” – ტრამპი
„ილონ მასკმა დიდი ხნის წინ იცოდა, ვიდრე მხარს დამიჭერდა პრეზიდენტობისთვის, რომ მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი ელექტრომობილების მანდატის”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წერს.
როგორც ტრამპი განმარტავს, ელექტრომობილები ნორმალურია, მაგრამ ყველა არ უნდა იყოს იძულებული, იქონიოს ერთი მაინც.
” სასაცილოა და ეს ყოველთვის იყო ჩემი კამპანიის ნაწილი. ელექტრომობილები ნორმალურია, მაგრამ ყველა არ უნდა იყოს იძულებული, იქონიოს ერთი მაინც. ილონმა იმაზე მეტი სუბსიდია მიიღო, ვიდრე ვინმემ ისტორიაში და სუბსიდიების გარეშე ილონს მოუწევდა მაღაზიის დახურვა და უკან სახლში, სამხრეთ აფრიკაში დაბრუნება. არანაირი რაკეტების გაშვება, თანამგზავრები და ელექტრომანქანების წარმოება და ჩვენი ქვეყანა ფულს დაზოგავდა. იქნებ, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა ამ საკითხს მკაცრად შეხედოს? უზარმაზარი თანხები დაიზოგება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
