“2002 წელს ნებაყოფლობით მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, რის შესახებაც არ აცნობა უკრაინის შესაბამის ორგანოებს” – ზელენსკიმ მიტროპოლიტ ონუფრის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ ონუფრის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.
ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება.
მათი ცნობით, დადგინდა, რომ ბერეზოვსკიმ 2002 წელს ნებაყოფლობით მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, რის შესახებაც არ აცნობა უკრაინის შესაბამის ორგანოებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის პატრიარქმა „დალოცა რუსეთის ჯარების შეიარაღებული აგრესია და ის ატარებს უკრაინელი ხალხის გენოციდისკენ წაქეზებისა და გამართლების პროპაგანდისტულ პოლიტიკას“.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
