"ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ღამე... ასობით დრონის და ბალისტიკური რაკეტის წვიმა კიევში... მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა" - რა ხდება უკრაინაში
რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით მასობრივი შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრები და საცხოვრებელი შენობების დაზიანება ქალაქის ექვს რაიონში დაფიქსირდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 21 ადამიანი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დნეპროვსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები საცხოვრებელი შენობების ეზოში და საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე დაეცა
სოლომენსკის რაიონში ნამსხვრევები არასაცხოვრებელ შენობებს დაეცა. გარდა ამისა, ცეცხლი გაუჩნდა საწყობებს და ადმინისტრაციულ შენობას.
სვიატოშინსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები საწყობის ტერიტორიაზე დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ნამსხვრევები ასევე 16-სართულიანი საცხოვრებელი შენობის ეზოში ჩავარდა, რის შედეგადაც ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
