ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვია
აშშ-ში, ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვია.
გარდა ამისა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს 27 ბავშვის ძებნა, რომლებიც ბანაკ Camp Mystic-ში იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას მედიები, კერის ოლქის შერიფ ლარი ლეიტზე და ქალაქ კერვილის მერ დალტონ რაისზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ლეიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაღუპულთაგან 5 ბავშვი და 12 სრულწლოვანი ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული არ არის.
ტეხასის რეგიონ ჰილ-ქანთრიში რამდენიმე საათის განმავლობაში ძლიერ წვიმდა. სინოპტიკოსების განმარტებით, მცირე დროში ერთი თვის ნორმის ტოლი ნალექი მოვიდა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
