კიევში ადასტურებენ დრონებით შეტევას რუსეთში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
დღეს, 7 ივლისს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამის შესახებ რამდენიმე უკრაინული მედიასაშუალება წერს სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, მედიას განუცხადა, რომ დარტყმა იყო ქარხნის ერთ-ერთ ტექნოლოგიურ საამქროზე. წყაროს თანახმად, ეს ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია.
დილით რუსეთის სახელმწიფო მედია კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერდა, რომ ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევები ჩამოცვივდა, თუმცა ხანძარი და დაზიანებები არ გამოუწვევია და არავინ დაშავებულა.
ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო 2023 და 2024 წლებშიც.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
