July 16, 2025

“პუტინს ეშინია ამერიკის და მე ამაში დარწმუნებული ვარ” - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ მედიაკომპანია „ნიუსმაქსისთვის“ 15 ივლისს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანს „ძალის ჩვენება“:

 

„პრეზიდენტმა ტრამპმა და მთელმა ამერიკამ და ევროპამ იციან, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და ომის დასრულება. თუმცა რუსებს მხოლოდ ძალის ესმით, ანუ - მხოლოდ ძლიერი სანქციებისა და მძლავრი იარაღის. ჩვენ მზად ვართ მოქმედებისთვის, ძალის საჩვენებლად.

 

...მახსოვს, ჩვენ [მომზადებული] გვქონდა შეკავების ძლიერი პაკეტი, სანამ პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტი გახდებოდა. მინდოდა, რომ ამერიკას ჩვენთვის მოეყიდა ასეთი პაკეტი, თუმცა ეს არ გაკეთდა. ჩვენ ამის შესახებ ველაპარაკეთ პრეზიდენტ ტრამპს. ნამდვილად მინდა ძლიერები ვიყოთ. ძალის ჩვენება აიძულებს პუტინს, დაჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან. აუცილებელი არ არის ამ ძალის გამოყენება მოგვიწიოს, მაგრამ, თუკი რუსეთს ეცოდინება ასეთის არსებობის შესახებ, ეს უკვე ძლიერი არგუმენტი იქნება ომის დასასრულებლად“.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ნიუსმაქსს” განუცხადა, რომ პუტინს ეშინია აშშ-ის:

 

„გენერალი კელოგი ჩამოვიდა და უკვე ზედიზედ ორი ღამეა, არ ყოფილა მასიური დაბომბვა. ეს ძალიან საინტერესო მაგალითია: არ ყოფილა მძიმე თავდასხმები არც ამ ღამით და არც წინა ღამით.

 

ხალხი უკვე ხუმრობს კიდეც - ამბობენ, გენერალ კელოგს უკრაინის პასპორტი უნდა მივცეთ და აქ დავტოვოთ და რომ ამერიკელები უფრო ხშირად უნდა ჩამოდიოდნენ ჩვენთან, რადგან რუსები ნაკლებად გვბომბავენო. რას ნიშნავს ეს? რომ პუტინი განზრახ ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას. მაგრამ, თუ აქ ამერიკელები არიან, ამას არ აკეთებს. ის აშინებს, აშანტაჟებს, ქმნის დაძაბულობას, მაგრამ არ მიდის სრულ ესკალაციაზე.

 

ეს ნიშნავს ერთ რამეს: პუტინს ეშინია ამერიკის. ამას სულ ვამბობ და ეს ვუთხარი პრეზიდენტსაც. რაც არ უნდა იყოს, პუტინს ეშინია ამერიკის და მე ამაში დარწმუნებული ვარ“.

წაკითხვა 87 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 16 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.