ლოს-ანჯელესში, პოლიციის სასწავლო ცენტრში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთ ნაწილში, სამართალდამცავი ორგანოების სასწავლო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ოფიცერი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქება 18 ივლისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 07:30 საათზე ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის ბისკაილუზის ცენტრის სასწავლო აკადემიაში მოხდა, სადაც შერიფის დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმები და ბომბების გამანადგურებელი რაზმია განთავსებული.
აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია და ოფიციალურ პირებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ ინციდენტს „საშინელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ადგილზე ფედერალური აგენტები არიან მობილიზებული, რომლებიც „მეტი ინფორმაციის მისაღებად მუშაობენ“.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, აფეთქება დაწესებულების სპეციალური აღსრულების ბიუროს ავტოსადგომზე მოხდა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
