ლოს-ანჯელესის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, თვითმფრინავის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა - ბორტზე 226 მგზავრი იმყოფებოდა
Delta Air Lines-ის თვითმფრინავის ძრავს ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.
ავიაკომპანიის ცნობით, Boeing 767, რომელზეც 226 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, პარასკევს ატლანტაში მიფრინავდა. აფრენიდან მალევე მარცხენა ძრავის გაუმართაობის შედეგად, ცეცხლი გაჩნდა.
მფრინავები იძულებულები გახდნენ, თვითმფრინავი ისევ ლოს-ანჯელესის აეროპორტში დაებრუნებინათ.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
