უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე ქვეყანაში ელჩები შეცვალა
დღეს, 21 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანებულებების სერია, რომლითაც უკრაინის რამდენიმე ელჩი ევროპის ქვეყნებსა და კანადაში შეცვალა.
კერძოდ, პრეზიდენტმა გაათავისუფლა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ბოსნიაში, ესტონეთში, იტალიაში, ესპანეთში, შვედეთში, კვიპროსსა და კანადაში და ზოგიერთ ამ ქვეყანაში მათი შემცვლელები დანიშნა.
ზელენსკის თქმით, დღეს დილით შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან და პრეზიდენტის ოფისის გუნდთან.
შეხვედრის შემდეგ მათ 16 ელჩის დანიშვნის შესახებ გამოაცხადეს.
„თითოეულისთვის განვსაზღვრეთ პირადი ამოცანები და ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმები. დღესვე ელჩებთან შეხვედრის ფორმატში განვსაზღვრავთ უკრაინული დიპლომატიის ძირითად პრიორიტეტებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში“,- განაცხადა ქვეყნის ლიდერმა.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
