პოლონეთი თავის მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს
პოლონეთის მთავრობა თავის მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც პოლონეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რუსეთმა სანკტ-პეტერბურგსა და კალინინგრადში პოლონეთის გენერალური საკონსულოები დახურა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში ომისა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ პოლონეთის მტრულ სახელმწიფოდ გამოცხადების გამო რუსეთში ყველანაირი მოგზაურობის წინააღმდეგ გასცემს რჩევას.
ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პოლონეთის მოქალაქეებმა, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან, დატოვონ მისი ტერიტორია შესაძლო კომერციული და კერძო ხერხებით, თუ მათი პირადი, ოჯახური ან პროფესიული გარემოებები არ საჭიროებს ქვეყანაში მათ დარჩენას.
რუსეთში პოლონეთის დიპლომატიური და საკონსულო პერსონალის მიმდინარე შემცირების გამო, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ სანკტ-პეტერბურგსა და კიონისგბერგში [კალინინგრადში] გენერალური საკონსულოების ოპერირებისთვის ნებართვების გაწვევიდან გამომდინარეობს, პოლონეთის მოქალაქეებისთვის პირდაპირი საკონსულო დახმარების მიწოდების შესაძლებლობა სულ უფრო შეზღუდული ხდება, და შესაძლოა საჭირო გახდეს ძალიან შორეულ საკონსულო ოფისებში მოგზაურობა.
უსაფრთხოების ვითარების მკვეთრად გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვების და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში ევაკუაცია, შესაძლოა, გაცილებით უფრო რთული ან საერთოდ შეუძლებელი გახდეს.
პოლონეთის მოქალაქეებს, რომლებსაც, ასევე, აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებად ითვლებიან. ამჟამინდელ პირობებში, რუსეთის ხელისუფლების მიერ ჯარში მობილიზაციის შესახებ გამოცხადებამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზეც“, – ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი
