"ისინი აკეთებდნენ ისეთ რამეებს, რაზეც არავის უფიქრია სხვა ქვეყნებში... ჰილარი კლინტონიც იყო ჩართული" - ტრამპმა ობამა ღალატში დაადანაშაულა
დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამა "ღალატში" დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მან მისი პირველი პრეზიდენტობის საბოტაჟი დაგეგმა.
"ისინი 2016 წელს ცდილობდნენ არჩევნების მოპარვას. ეს იყო ღალატი. ისინი ცდილობდნენ არჩევნების დამალვას, ისინი აკეთებდნენ ისეთ რამეებს, რაზეც არავის უფიქრია, თუნდაც სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში და ისიც აღნიშნა, რომ მთელი სქემა ბარაკ ობამას იდეა იყო, თუმცა ჰილარი კლინტონიც იყო ჩართული.
პრეზიდენტის ბრალდებას ობამას პრესსპიკერი გამოეხმაურა და ტრამპის თავდასხმას „ყურადღების გადატანის სუსტი მცდელობა“ უწოდა.
"პრეზიდენტის თანამდებობის პატივისცემის გამო, ჩვენი ოფისი, როგორც წესი, არ აფასებს თეთრი სახლიდან გამომავალ მუდმივ სისულელეებსა და დეზინფორმაციას. მაგრამ ეს განცხადებები საკმარისად აღმაშფოთებელია იმისთვის, რომ თავს ამის უფლება მივცეთ. ეს უცნაური ბრალდებები სასაცილოა და ყურადღების გადატანის სუსტი მცდელობაა" - ამბობს პატრიკ როდენბუში.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი ბარაკ ობამასა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს. გაბარდი მათ შეთქმულებაში ადანაშაულებს, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავდა ეჩვენებინა, რომ დონალდ ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთის ჩარევის შედეგი იყო.
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა 2017 წლის იანვარში გამოაქვეყნა შეფასება, რომლის თანახმადაც, რუსეთი ცდილობდა კლინტონის საარჩევნო კამპანიის დაზიანებას და ტრამპის გაძლიერებას. თუმცა, ანგარიშში არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ტრამპი ან მისი საარჩევნო შტაბი კრემლთან კოორდინირებულად მოქმედებდა.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი
