რამდენიმე ქვეყანაში ხანძარს ებრძვიან – არის მსხვერპლი
ევროპაში, განსაკუთრებით საბერძნეთსა და კვიპროსში, გაჩენილმა ხანძრებმა მსხვერპლი და მასშტაბური ევაკუაცია გამოიწვია, ტყის მნიშვნელოვანი ტერიტორიები კი დაიწვა,- ამის შესახებ “პოლიტიკო” წერს.
ამასთან, კვიპროსში ორი ადამიანი დაიღუპა და მეზობელი ქვეყნებიდან, იორდანიის, ისრაელის და ესპანეთის თვითმფრინავები ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში დასახმარებლად გაემგზავრნენ.
საბერძნეთში კი ტყის ხანძარმა რამდენიმე სოფლის ევაკუაცია გამოიწვია
სახანძრო სამსახურის ცნობით, კორინთოს მახლობლად ხანძრის ჩაქრობას 180-ზე მეტი მეხანძრე, 15 თვითმფრინავი და 12 ვერტმფრენი ებრძოდა.
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, ბილეჯიქის პროვინციაში კი, ტყის ხანძრები მეოთხე დღეა გრძელდება. ასევე, ქვეყნის ცენტრალურ ესქიშეჰირის პროვინციაში ხანძრების ჩაქრობისას, სულ მცირე, 10 სატყეო და სამაშველო სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა. ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურამ 44 გრადუს გადააჭარბა და ხანძარი ამჟამად ხუთ რაიონში მძვინვარებს. ევაკუირებილია ათიათასობით ადამიანი.
ხანძრებმა მსხვერპლი გამოიწვია ლათინურ ამერიკაშიც. კერძოდ, ჩილეში სამი მეხანძრე დაიღუპა და ტყეები მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ექსპერტები კლიმატის ცვლილებას ხანძრების რისკისა და ინტენსივობის გამწვავების მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ, რადგან ხანძრების უფრო ხანგრძლივი და ინტენსიური სეზონები ნორმად იქცევა.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
