28-მდე გაიზარდა კიევზე თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა
28-მდე გაიზარდა კიევში 31 ივლისს რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ინფორმაციას სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. დაღუპულთა ცხედრები დაბომბვის შედეგად ჩამონგრეული მრავალსართულიანი კორპუსიდან ამოაქვთ.
დაღუპულთაგან 3 ბავშვია, დაშავებული 159 ადამია, მათ შორის 16 ბავშვი.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ წუხელ განაცხადა, რომ კიევზე დარტყმის შედეგად ასზე მეტი ობიექტი დაზიანდა: საცხოვრებელი შენობები, სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები და უნივერსიტეტი.
1 აგვისტო კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა. დარტყმის გამო, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის მოწვევის ინიციატივით გამოვიდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 31 ივლისის ღამეს რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინას 317 საჰაერო დარტყმა მიაყენეს: 309 დრონისა და რვა ფრთოსანი რაკეტის ძირითადი მიმართულება კიევი იყო.
31 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ქმედებებს „ამაზრზენი“ უწოდა და მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შემოღებაზე განაცხადა.
პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ისრაელსა და ღაზის სექტორში ოფიციალური ვიზიტით ჩავა, ამის შემდეგ კი რუსეთს ეწვევა.
"ის მიდის ისრაელში, ხოლო შემდეგ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, - რუსეთში“, - თქვა ტრამპმა ისე, რომ არ დაუკონკრეტებია, როდის ჩავა უიტკოფი რუსეთში ან ვის შეხვდება.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
