აშშ-მა და NATO-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი აამოქმედეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი სისტემა PURL (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) ოფიციალურად აამოქმედეს.
ახალი მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოები წინასწარ დააფინანსებენ უკრაინის მიერ წარდგენილი პრიორიტეტული მოთხოვნების შესაბამისად შეიარაღების მიწოდებას. სისტემის ფარგლებში თითოეული პაკეტის ღირებულება, დაახლოებით, 500 მილიონ დოლარს შეადგენს.
პირველი ქვეყნის სტატუსით ინიციატივაში ნიდერლანდები ჩაერთო, რომელმაც 500 მილიონი ევრო გამოყო Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის კომპონენტების შესაძენად.
დახმარების კოორდინაციას NATO-ს სპეციალური ჯგუფი – NSATU გაუწევს. პროცესი ალიანსის გენერალური მდივნის, მარკ რუტეს ხელმძღვანელობით წარიმართება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახალი მექანიზმი მნიშვნელოვნად დააჩქარებს საჭირო შეიარაღების მიწოდებას.
NATO-ს განცხადებით, საერთო მიზანია უკრაინისთვის, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების მობილიზება.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
