აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ისტორიაში პირველად 37 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ისტორიაში პირველად 37 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ახალი რეკორდი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ მონაცემთა ბაზაშია გამოქვეყნებული.
„37,004,817,625,842.56 დოლარი“ – აღნიშნულია აშშ-ის ვალის ცხრილში, რომელიც 11 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ ვითარებას ასახავს.
როგორც ცნობილია, სამ დღეში ის 6 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
ადრე, ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ს შესაძლოა ზაფხულის მეორე ნახევარში სახელმწიფო ვალის დეფოლტი შეექმნას. მან ასევე თქვა, რომ მთავრობა არასდროს გამოაცხადებს დეფოლტს და არ გამოიყენებს „ხრიკებს“ ვალის ლიმიტის გვერდის ავლის მიზნით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) აშშ-ის სახელმწიფო ვალი გლობალური ეკონომიკისთვის უდიდეს საფრთხედ მოიხსენია. წინასწარი პროგნოზებით, 2032 წლისთვის სახელმწიფო ვალმა შესაძლოა ქვეყნის მშპ-ს 140 პროცენტს გადააჭარბოს.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
