კოლუმბიაში ტერორისტულ აქტს 18 ადამიანი ემსხვერპლა
კოლუმბიაში ორი ცალკეული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პირველი ინციდენტი სანტიაგო დე კალიში მოხდა, სადაც დანაღმული სატვირთო მანქანა სამხედრო საავიაციო ბაზასთან ააფეთქეს. აფეთქებას ექვსი ადამიანი შეეწირა, დაშავდა დაახლოებით 60.
მეორე თავდასხმა ანტიოქიის დეპარტამენტში განხორციელდა, სადაც პოლიციის „ბლექ ჰოუკის“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ადგილზე 12 ადამიანი დაიღუპა.
პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა FARC-ის დისიდენტებს დააკისრა.
ხელისუფლება დამატებით უსაფრთხოების ზომებს აცხადებს.
სიახლეები
- პროკურატურის ცნობით, დააკავეს ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რომლის ბინიდანაც $1,319,300 ამოიღეს
- ბოდბელი ეპისკოპოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
- “მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?” - გიორგი ხაინდრავა
- სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტთან სროლა ტერაქტად შეაფასა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ოქტომბრისთვის