ისრაელმა იემენის დედაქალაქი ჰუსიტების თავდასხმების საპასუხოდ დაბომბა
ისრაელმა იემენის დედაქალაქ სანაზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, შეტევა ჰუსიტების მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების საპასუხოდ განხორციელდა.
ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, მათი სამიზნეები იყო სამხედრო კომპლექსი, სადაც პრეზიდენტის სასახლეა განთავსებული, ორი ელექტროსადგური და საწვავის შესანახი ადგილი.
ჰუსიტების ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაშავდა 90-ზე მეტი ადამიანი.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაში პალესტინური მებრძოლი დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ 2023 წლის ოქტომბერში ომი დაიწყო, ირანთან მოკავშირე ჰუსიტებმა წითელ ზღვაში გემებს შეუტიეს, რასაც ისინი პალესტინელებისადმი სოლიდარობის აქტებს უწოდებენ.
სიახლეები
- „თეატრალური იმერეთი 2026“ იწყება
- ,,წავაგებდით ბრიუსელისთვის რომ მოგვესმინა, ვიგებთ იმიტომ, რომ ბრიუსელს არ ვუსმენთ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნისა თუ ბრიუსელის მხარდაჭერა რადიკალიზმში"- შალვა პაპუაშვილი
- ,,დღევანდელი სასამართლო ბუტაფორიაა, თუმცა ჯიუტად დავდივართ პროცესებზე, რადგან ამ ჩამოტარებით მოწმეებს მოვუსმინოთ, რომლებიც დაზეპირებულ ტექსტებს ჰყვებიან"- ანი ნადარეიშვილი
- სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი
