აშშ-ში ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ქარიშხალი „ერინი“ მძვინვარებს, რომელსაც სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ერთი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
„ქარიშხალმა „ერინმა“ ხმელეთამდე ვერ მიაღწია, თუმცა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მკაცრი ოკეანის პირობები დატოვა. ძლიერ დინებაში ცურვის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი მამაკაცის ძებნა გრძელდება, რომელიც ნავის გადაბრუნების შედეგად დაიკარგა“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ 17 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ოჯახთან ერთად ჰემპტონ ბიჩში ცურავდა და 59 წლის მამაკაცი, რომელიც ნიუ-იორკში სამხრეთ კაროლინიდან ჩავიდა, დაიღუპნენ. მათ დინებასთან გამკლავება ვერ შეძლეს. დაკარგულ მამაკაცთან ერთად ნავში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
