ტრამპის თქმით, აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელელ ნარკოტიკებით მოვაჭრეთა გემზე 11 ადამიანი მოკლეს
აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელიდან წამოსული გემის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი მოკლეს,- ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს.
მისივე თქმით, გემს, სავარაუდოდ, უკანონო ნარკოტიკები გადაჰქონდა.
როგორც მედია აღნიშნავს, ეს იყო პირველი ცნობილი ოპერაცია მას შემდეგ, რაც მისმა ადმინისტრაციამ სამხრეთ კარიბის ზღვის აუზში სამხედრო გემები განალაგა.
„დარტყმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის ძალები არ დაშავებულან. აშშ-ის სამხედროებმა ეკიპაჟი ვენესუელური ბანდის, „ტრენ დე არაგუას“ წევრებად ამოიცნეს, რომელიც აშშ-მა თებერვალში ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა“, – განაცხადა ტრამპმა.
პენტაგონმა თავდასხმის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გაავრცელა, მათ შორის, რა სახის ნარკოტიკები იყო ბორტზე, რა რაოდენობით ან როგორ განხორციელდა დარტყმა.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
