გერმანიაში, მამაკაცს, რომელიც გასულ წელს ფესტივალზე დანით თავს დაესხა მოქალაქეებს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
გასულ წელს, გერმანიის ქალაქ ზოლინგენში, ფესტივალზე დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი დღეს მკვლელობასა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში დამნაშავედ ცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
გასული წლის 23 აგვისტოს, „მრავალფეროვნების ფესტივალზე“ მომხდარი თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
ბრალდებული, 27 წლის სირიელი მამაკაცი, რომელიც გერმანიის კონფიდენციალურობის წესების შესაბამისად მხოლოდ ისა ალ ჰ.-ს სახელითაა ცნობილი, ერთი დღის შემდეგ დააკავეს.
გერმანული მედიის ცნობით, დიუსელდორფის სახელმწიფო სასამართლომ მას ბრალი სამი მკვლელობის, 10 მკვლელობის მცდელობისა და „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის წაუყენა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
