ლენინგრადის ოლქში ერთ ღამეში ხანძარი გაჩანდა ნავთობის ქარხანაში და ორი მატარებელი გადავიდა ლიანდაგიდან

წუხელ ლენინგრადის ოლქში ხანძარი გაჩნდა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში და ერთდროულად ორი სარკინიგზო ავარია მოხდა.

„13-14 სექტემბრის ღამეს ლენინგრადის რეგიონში დაზიანდა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „კირიშინეფტეორგსინტეზი“. ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უპილოტო სისტემების ძალებმა“, ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებაში.

 

ლენინგრადის ოლქის ხელისუფლების განცხადებით, ქალაქ კირიშის მახლობლად რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს, ხოლო ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია. ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ დროზდენკო, აცხადებს, რომ ხანძარი უკვე კვირას დილისთვის ჩააქრეს. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ იტყობინებიან.

 

კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ნავთობის გადამუშავების მოცულობით მხოლოდ ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ჩამორჩება. ამჟამად ქარხანა წელიწადში დაახლოებით 17,7 მილიონ ტონა რუსულ ნავთობს გადაამუშავებს, რაც ქვეყანაში გადამუშავების მთლიანი მოცულობის 6,4%-ს შეადგენს, წერს Reuters-ი.

 

პარასკევს ლენინგრადის ოლქის პრიმორსკის პორტში დრონების მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ნავთობტერმინალის ფუნქციონირება შეაჩერა. აგრეთვე დაზიანდა ორი ნავთობტანკერი.

 

ასევე შაბათს ღამით ლენინგრადის ოლქის ლუგისა და გატჩინის რაიონებში ლიანდაგიდან გადავიდა ცარიელი სატვირთო მატარებლის და ერთი დიზელის ლოკომოტივის რამდენიმე ცარიელი ვაგონი, რის შედეგადაც მემანქანე დაიღუპა. საგამოძიებო ორგანოები არ გამორიცხავენ, რომ ორივე ინციდენტი დივერსიის შედეგი იყო. ავარიების ადგილზე ბომბების დემონტაჟის ექსპერტები მუშაობენ. ლენინგრადის ოლქში „გაძლიერებულია სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა ყველა სახის ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

 

შაბათს ორიოლის ოლქში რკინიგზის ლიანდაგების შემოწმების დროს ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ხინშტეინმა განაცხადა, რომ დაღუპულები და დაჭრილები როსგვარდიის ოფიცრები იყვნენ.

 
წაკითხვა 59 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 14 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.